თურქეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში, შანლიურფას სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ამჟამად სულ მცირე 16-ს შეადგენს.
თვითმხილველების თქმით, სროლა 18 წლის მოზარდმა განახორციელა.
თავდამსხმელი სკოლის ტერიტორიაზე შევიდა და ეზოში გრძელლულიანი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შემდეგ შენობაში შეიჭრა, სადაც სროლა განაგრძო.
ზოგიერთმა მოსწავლემ შენობის ფანჯრებიდან გადახტომა მოახერხა.
მედიის ცნობით, პოლიცია და ექიმები ადგილზე სწრაფად მივიდნენ.
თავდამსხმელის განეიტრალების ოპერაცია გრძელდება.
სკოლაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ევაკუირებულია.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
