თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“, „კეტამინი“ და „მდმა“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ,,ხველა არ არის დაავადება – ის არის დაცვითი რეფლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების გაწმენდაში” – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
- „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ – მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც"- ირაკლი ზარქუა
- ,,მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა"-ზვიად შალამბერიძე
- თურქეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს
