ამ გვერდის ამობედვა

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

ვარსკვლავები გირჩევენ, დაასრულოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომლის გვერდითაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. 
საყოფაცხოვრებო საქმეებმა შეიძლება დიდი ენერგია წაგართვათ. ნუ დაუშვებთ, რომ ყოველდღიური რუტინის გამო ხელიდან გაუშვათ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გთავაზობთ. 
ბოლო დროს სკანდალებისა და ინტრიგების ატმოსფეროში გიწევდათ მუშაობა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პერიოდი მალე დასრულდება და გუნდში ვითარება გაჯანსაღდება.
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი თავი და ახლობლები ახალი ნივთებითა და საჩუქრებით გაახაროთ. 
მომდევნო 24 საათში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დიეტას - მოერიდეთ კალორიულ კერძებს და ხილ-ბოსტნეული აუცილებლად გულდასმით გარეცხეთ.

 

კურო

 

ვენერა აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ თქვენი პირადი ცხოვრება დაუვიწყარი შეხვედრებითა და ახალი ურთიერთობებით აივსება.
გაატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, იმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაწუხებთ და შეადგინეთ გეგმა მოახლოებული შვებულებისთვის.
უმჯობესია, ოფიციალური შეხვედრები სამომავლოდ გადადოთ. დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. 
ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ - მოულოდნელი ფინანსური ვალდებულებები პრობლემებს შეგიქმნით, ამიტომ ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმეთ.
თუ დიეტაზე ხართ, დღეს შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ — თქვენს ორგანიზმს ახლა დამატებითი კალორიები სჭირდება.

 

ტყუპები

 

ამ დღეს ზოგიერთ თქვენგანს პირად ცხოვრებაში ისეთი მოულოდნელი მოვლენები ელის, როგორსაც საერთოდ ვერც წარმოიდგენდა! 
ვარსკვლავები დაოჯახებულ ტყუპებს ურჩევენ, რომ შემთხვევით გაცნობილ ადამიანთან ფლირტს მოერიდონ - ეს ოჯახში სკანდალს გამოიწვევს. 
მოერიდეთ საკუთარი საქმეების სხვებზე გადაბარებას - ეს თქვენს ავტორიტეტს დააზარალებს.
ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელ შესაძლებლობებს მოგიტანთ შემოსავლების გასაზრდელად. 
თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია თავის ტკივილები და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

 

კირჩხიბი

 

ნუ აჰყვებით ფანტაზიებს — მათ შეიძლება ისეთ სიღრმეებში ჩაგითრიონ, საიდანაც თავის დაღწევა რთული იქნება. ეცადეთ მხიარული და პოზიტიური ადამიანების საზოგადოებაში იტრიალოთ.
სავარაუდოდ, სწორედ დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საოჯახო პრობლემას გადაჭრით.
დაუჯერეთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს გეუბნებიან, თუნდაც ეს უსიამოვნო იყოს. სწორ გზაზე დგახართ, ეცადეთ პრინციპებს არ გადაუხვიოთ.
დროა საკუთარი გამარჯვებით დატკბეთ, თუნდაც ეს ახალ მწვერვალამდე მცირე შესვენება იყოს.
შესაძლოა, ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.

 

ლომი

 

შეწყვიტეთ საყვარელი ადამიანის მუდმივი კრიტიკა — ეს დამღლელია და გრძნობებს კლავს. 
საკუთარ აზრებში ზედმეტი ჩაღრმავება შეიძლება ახლობლებთან უთანხმოების მიზეზი გახდეს.
ამ დღეს მსხვილი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — ყურადღებით შეამოწმეთ ყველა პუნქტი, რათა იურიდიული პრობლემები თავიდან აიცილოთ.
ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა და მედიტაცია მოდუნებაში და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

 

ქალწული

 

საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში მეტი სითამამე და ინიციატივა გამოიჩინეთ - თქვენგან უფრო გაბედულ ქცევებს ელიან.
ფრთხილად იყავით — ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მაგრამ მშვიდი ოჯახური ცხოვრება გვერდზე რომანს გაცილებით სჯობს.
სამსახურში სასურველი შედეგის მისაღებად თქვენი ცოდნისა და უნარების დემონსტრირება არ მოგერიდოთ. 
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ხარჯები ზედმიწევნით აღრიცხეთ.
გაითვალისწინეთ, რომ გზაზე მოსალოდნელია ავარიული სიტუაცია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მიუხედავად იმისა, მძღოლი ხართ, მგზავრი თუ ფეხით მოსიარულე.

 

სასწორი

 

ურთიერთობები, რომლებშიც ჩართული ხართ, შეიძლება ისეთი საინტერესო აღარ არის როგორც ადრე, მაგრამ სტაბილურობა და სიმშვიდე გირჩევნიათ.
ამ დღემ შესაძლოა ბევრი ემოცია და ნერვიულობა მოგიტანოთ.
გაუთავებელი პრობლემები განწყობას გაგიფუჭებთ, მაგრამ მომდევნო წარმატება ისევ ძალას შეგმატებთ.
მიღწეულზე ნუ გაჩერდებით — წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ისევ მარცხი შეცვლის.
უახლოეს ხანებში საქმიანი კავშირების წრე გაფართოვდება, ზოგ სასწორს კი სამუშაოს შეცვლის ან საკუთარი საქმის დაწყების სურვილი გაუჩნდება.
მეტი დაისვენეთ და ნაკლები ინერვიულეთ - ნერვიულობა თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.

 

მორიელი

 

გაურკვევლობამ შეგიპყროთ, ეჭვებმა და შიშმა შეგაწუხათ. საქმიანი პარტნიორი სანდოდ აღარ გეჩვენებათ, ურთიერთობებიც თითქოს მოლოდინს აღარ ამართლებს.
დაოჯახებულ მორიელებს დღეს სერიოზული საუბარი ელით.
ვარსკვლავების განლაგება მიანიშნებს, რომ დროა, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია. მუდმივად მუშაობის ნაცვლად, ჯობს საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენებაზე იფიქროთ — თქვენი მონდომება სათანადოდ მაინც არ დაფასდება.
არ დადოთ ხელშეკრულება და შეთანხმება ადამიანთან, რომელიც პირველი ნახვისას არ მოგეწონებათ - ინტუიცია მძიმე შეცდომისგან დაგიცავთ.
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის — ურანის გავლენით თქვენი ენერგია საგრძნობლად გაიზრდება.

 

მშვილდოსანი

 

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე გმართებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მკვეთრი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ და უმნიშვნელო საკითხებში არ გაჯიუტდეთ.
არაკეთილგანწყობილმა ადამიანმა შეიძლება ხელმძღვანელობის ან კოლეგების თვალში თქვენი დისკრედიტაცია სცადოს — იყავით ფრთხილი და საფრთხეს თავიდან აიცილებთ.
გირჩევთ „გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის“ ფულის დაგროვება დაიწყოთ. 
ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს მხოლოდ დეპრესიული განწყობა შეუქმნის, ამიტომ ნეგატიურ ემოციებს მოერიდეთ და შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

 

თხის რქა

 

თავისუფლებისა და მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა შესანიშნავია, მაგრამ როცა საკუთარ თავისუფლებას იცავთ, სხვისას არ უნდა ზღუდავდეთ.
ისწავლეთ „არა“-ს თქმა და აუხსენით სხვებს, რა არის თქვენთვის მისაღები და რა - არა. ნურავის მისცემთ საშუალებას, რომ თქვენი სიკეთით ისარგებლოს. 
ეცადეთ, პროფესიულ მოვალეობებსა და პირად ცხოვრებას შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ. 
ფინანსურ საკითხებზე უთანხმოებამ შეიძლება ოჯახში კონფლიქტი გამოიწვიოს. ჩხუბი გამოსავალი არ არის. უმჯობესია გულწრფელად ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ.

 

მერწყული

 

ამ, ძირითადად მშვიდი დღის მთავარი სირთულე მოულოდნელი შემთხვევა იქნება, რომლის გამოც გეგმების გადადება მოგიწევთ.
თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთბრალდებების რაოდენობა მატულობს, ეცადეთ გულწრფელად ისაუბროთ და პრობლემების მიზეზი გაარკვიოთ.
მოვლენების იდეალური განვითარებისა მოლოდინი ნუ გექნებათ. პირიქით, ყველა საქმეს შეფერხებები და დაბნეულობა ახლავს. სამაგიეროდ, შანსი გეძლევათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ, თუმცა უაზროდ ნუ გარისკავთ და დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ.
მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ, მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ.

 

თევზები

 

რთულ სიტუაციაში შეიძლება ბრაზი საყვარელ ადამიანზე იყაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ასე არ მოიქცეთ, თორემ კონფლიქტებს ვერ გადაურჩებით.
წარმატება დღეს იმას ელის, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად, წინ მიიწევს.
ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, რაც ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.
ფრთხილად იყავით - პარტნიორულ ურთიერთობებში მოტყუების ან თაღლითობის რისკი არსებობს.
დღეს შეგიძლიათ ცოტა მოეშვათ და დიეტა დაივიწყოთ — ბოლოს და ბოლოს, წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიოთ.

წაკითხვა 106 ჯერ