3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
საკუთარ თავთან ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი ხართ! არ არის გამორიცხული, რომ ბედნიერების პოვნაში სწორედ ეს გიშლით ხელს.
თუ ახლობლებთან ურთიერთობა უფრო ფრთხილი გახდა, ეს ნიშნავს, რომ დროა უმნიშვნელო მიზეზების გამო კამათი შეწყვიტოთ და საერთო ენა იპოვოთ.
ამ დღეს ძველი ნაცნობების დახმარებით მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას შეძლებთ, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ.
ახალი იდეა შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გახდეს. დროა გასული თვის შედეგები შეაჯამოთ და მიმდინარე თვის გეგმა შეადგინეთ.
ეცადეთ საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღოთ, რომ ორგანიზმმა წყლის ბალანსი შეინარჩუნოს.
კურო
ჰოროსკოპი მიანიშნებს, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში შეიძლება ბზარები გაჩნდეს. ახლა დასვენება საუკეთესო გამოსავალია.
დაოჯახებული კუროები რომანტიკულ თავგადასავლებს უნდა ერიდონ, რადგან ამას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს.
ხელსაყრელი პერიოდია შრომითი საქმიანობისა და პირადი განვითარებისათვის. წარმატება ელის მას, ვინც იცის საკუთარი ემოციები, სურვილები და ქცევა როგორ აკონტროლოს.
თუ რაღაცას დიდხანს გეგმავდით, დროა გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადახვიდეთ — ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. მოერიდეთ ანტიბიოტიკების მიღებას, თუ ამის მწვავე აუცილებლობა არ არსებობს.
ტყუპები
ის, რასაც თქვენ გრძნობების გამოხატვად მიიჩნევთ, შეიძლება საყვარელ ადამიანს ზედმეტად ემოციურად მოეჩვენოს. ამ დღეს ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ - თქვენი პარტნიორი თითქმის ყველაფერს მარტო უმკლავდება, რაც ძალიან აბრაზებს.
შურიანმა ადამიანმა შეიძლება თქვენი საგულდაგულოდ შედგენილი გეგმები დაარღვიოს, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.
ამ დღეს მოერიდეთ ფულის სესხებას და გასესხებას — მერკური უარყოფით ფაზაშია, ამიტომ ახლა ნებისმიერი ფინანსური გარიგება სარისკოა.
კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და ხილი და ნუ მიირთმევთ სადგურებზე ან სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილ პროდუქციას — მოსალოდნელია საკვებით მოწამვლა.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა როგორც საქმიანი, ისე პირადი საკითხების მოსაგვარებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ახლო ნათესავებთან ან კოლეგებთან ურთიერთობები შეიძლება მოულოდნელად დაიძაბოს. ეცადეთ საუბრისას ორაზროვან თემებს არ შეეხოთ.
სამუშაო დისციპლინისადმი ერთგულება დაგეხმარებათ, რომ კონკურენტებს გადაუსწროთ და მომავალს თავდაჯერებულად შეხედოთ.
მოულოდნელი ხარჯები გელით, თუმცა არ ინერვიულოთ— თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და შემოსავლის ზრდა გრძელდება.
თუ ბოლო დროს ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, დღის რეჟიმი უნდა შეცვალოთ და დასვენებისთვის მეტი დრო გამონახოთ.
ლომი
ახალი რომანტიკული ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. ახლა მთავარია, თქვენი რჩეულის სიტყვებს მოუსმინოთ.
არ ღირს ადამიანებზე წარმოდგენის რადიკალურად შეცვლა და საკუთარი მსოფლმხედველობის გადახედვა. არ არის გამორიცხული, რომ უბრალო გაუგებრობის გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. ფინანსური წარმატება უახლოეს მომავალში თქვენი თანამდევი იქნება. ხელსაყრელი დროა ფინანსური ოპერაციებისა და დიდი შესყიდვებისთვის.
მკაცრად აკონტროლეთ კვება, მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს — არსებობს საკვებით მოწამვლის რისკი.
ქალწული
მოერიდეთ რომანტიკული შეხვედრების დანიშვნას — ცვალებადი მთვარე კამათისა და გაუგებრობის ალბათობას ზრდის, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ახლობელ ადამიანს რაიმეს ეტყვით.
პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი, მიუხედავად ამისა, დღე ნაყოფიერად ჩაივლის და თქვენი შრომა ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადოდ დაფასდება.
შანსი გექნებათ, რომ გადაჭრათ პრობლემები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გაწუხებდათ.
უმჯობესია, ამ დღეს თავი შეიკავოთ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან — ვირუსული ინფექციის რისკი გაზრდილია!
სასწორი
ეცადეთ, ყველა შესაძლო გზა და სტრატეგია კარგად გაიაზროთ, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. სიყვარულში გაცილებით მეტის გაცემა მოგიწევთ, ვიდრე მიიღებთ.
ამ დღეს ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.
შესანიშნავი დღეა ლიდერული პოტენციალის გამოსავლენად — გამოიჩინეთ ინიციატივა საქმეების მოგვარებასა და ორგანიზებაში.
ფულს ფრთხილად მოექეცით და ხარჯები შეამცირეთ, რადგან შეიძლება უახლოეს მომავალში მეგობრის დახმარება მოგიწიოთ.
ამბობენ, რომ ყველა ავადმყოფობა ნერვებიდან მოდის — თქვენს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მართალია. ნუ გადაიღლით ნერვებს და იზრუნეთ საკუთარ თავზე.
მორიელი
ქალბატონებო, ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე რომანის გაბმას — ასეთი მიდგომა ბედნიერებას არ მოგიტანთ.
გირჩევთ ოჯახური პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებს შორის გაანაწილოთ და ყველა საქმეს მარტო არ შეეჭიდოთ. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებისთვის — ხელიდან ნუ გაუშვებთ ნაყოფიერ პერიოდს ახალი იდეების განხორციელებისთვის.
ამ კვირას მეტი უნდა იაქტიუროთ - მონაწილეობა მიიღეთ აქციებსა და გათამაშებებში, დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.
თუ ზედმეტი წონა გაქვთ, სპორტით დაკავდით და კალორიების დათვლა დაიწყეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენს მეორე ნახევარს თქვენი დახმარება, მზრუნველობა და ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდება. მიეცით ყველაფერი საუკეთესო და ვარსკვლავები აუცილებლად დაგაჯილდოებენ.
ადამიანებს თქვენი თავდაჯერება მოსწონთ და თქვენში მისაბაძ მაგალითს ხედავენ.
კოლეგებისთვის პროფესიული საიდუმლოებების გაზიარება სარისკოა — თქვენი გამოცდილება შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.
ამ დღეს შეიძლება პროვოკაციაზე წამოგაგონ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგონ, მაგრამ წარმატებას სწორედ ეს მოგიტანთ.
უბრალო ვარჯიშიც კი მშვენიერი პრევენცია იქნება ბევრი ქრონიკული დაავადებისთვის — მით უმეტეს, თუ მას ზომიერ დიეტას დაუმატებთ.
თხის რქა
თუ თქვენი ურთიერთობები ზედაპირული და რუტინულია, მარსის ენერგეტიკა გაიძულებთ, საყვარელი ადამიანი ახალი, სრულიად განსხვავებული მხრიდან დაინახოთ.
ზოგი დაოჯახებული თხის რქა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება განქორწინების ზღვარზე მიიყვანოს. ურთიერთობის შესანარჩუნებლად მოთმინება და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.
სარისკო წამოწყებებში არ ჩაებათ, განსაკუთრებით თუ ამას უცნობი ადამიანი გთავაზობთ — შეიძლება ფულიც დაკარგოთ და რეპუტაციაც.
გზაზე გადასვლისას ყურადღებით იყავით — მოსალოდნელია მცირე ინციდენტი.
მერწყული
დღეს გელოდებათ ნაცნობობა, რომელმაც შეიძლება ნამდვილ გრძნობამდე მიგიყვანოთ.
ეს დღე ხელსაყრელია დაგროვილი საქმეების დასასრულებლად და თქვენი პოზიციების გასამყარებლად.
თუ სტრესული სამსახური გაქვთ, ეცადეთ დასვენების დღეებში ბუნებაში გახვიდეთ, სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტოთ და ივარჯიშეთ.
ენერგია და მიზანსწრაფულობა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. კომფორტის ზონიდან გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ — ეს თქვენი პროგრესის საწინდარია.
შესაფერისი დროა ორგანიზმის გაწმენდის ან ხანმოკლე დიეტის დაწყებისთვის.
თევზები
დატვირთული და აქტიური დღეა. ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება. ეცადეთ, სხვა ადამიანების აზრს ანგარიში გაუწიოთ.
ვარსკვლავების განლაგება ნებისმიერ წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი მომენტი გამოიყენოთ!
ბიზნესმენებს მოულოდნელი მხარდაჭერა ელით - ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო სუბსიდია, მოგებიანი ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვება ან ინვესტორის გულუხვი წინადადება.
თუ მავნე ჩვევები გაქვთ, დროა დაემშვიდობოთ.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
- “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
- 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
- „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს