4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იდილია პირად ცხოვრებაში უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დროთა განმავლობაში გრძნობები ნელდება, ხოლო ურთიერთობებში წვრილმანი პრეტენზიები ჩნდება.
თავდაჯერება და დამაჯერებელი არგუმენტები წარმატებამდე მიგიყვანთ. მიღწეულ პოზიციებს დასჯერდით და ნუ ეცდებით მეტის მიღწევას - წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დომინირების სურვილს ახლობლების უკმაყოფილება და გაღიზიანება მოჰყვება.
არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელ სირთულეებს შეეჯახოთ, მაგრამ ორიგინალური გამოსავლის პოვნას და წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ.
მოუსმინეთ ახლობელი ადამიანის რჩევებს - ეს ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ და თანხას მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.
კურო
თუ საკუთარ ინსტინქტებს მიჰყვებით, ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდებით. სახლიდან მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი და უსარგებლო - ძველი, გატეხილი ან გაფუჭებული ნივთები, რომლებიც მხოლოდ ხელს გიშლით და ადგილს იკავებს.
ამ დღეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არ დანიშნოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უახლოეს 24 საათში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ.
დიდი შესყიდვები სხვა დროისთვის გადადეთ, საღამო კი სუფთა ჰაერზე გაატარეთ.
გასეირნება დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესისა და ნეგატივისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ციურ სხეულთა ჰარმონია ამ დღეს განსაკუთრებით ხელსაყრელს გახდის შეხვედრებისთვის და საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. შეგიძლიათ თქვენი რჩეული სტუმრად მიიწვიოთ და გემრიელი კერძებითა და სასმელებით გაანებივროთ.
თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელიც მზად არის, მხარში დაგიდგეთ და დაგეხმაროთ.
გახსოვდეთ, გამარჯვებულია ის, ვინც ინფორმაციას ფლობს, თუმცა აუცილებლად გააანალიზეთ ყველა ინფორმაცია, რადგან ვინმემ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ.
ნაღდ ფულს ვალად ნუ გასცემთ - უკან ვერ მიიღებთ, თან მოვალე თქვენს შესახებ ჭორებს გაავრცელებს. ასტროლოგები გზაზე ავარიების საფრთხეს ხედავენ, ამიტომ საჭესთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
კირჩხიბი
ეს დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, გონივრულად მოიქცეთ და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.
დღევანდელი დღე სასიხარულო მოვლენით დაგამახსოვრდებათ. უმჯობესია ეს დრო ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ხოლო ყოველდღიური საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ.
დღეს საინტერესო შეხვედრები და მიმზიდველი ნაცნობობა გელით.
ფინანსურ საკითხებში ზომიერება გმართებთ. დაგეგმილზე ოდნავ მეტს დახარჯავთ, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად არ დააზარალებს.
არსებობს ინფექციის რისკი, თუმცა თუ ექიმს დროულად მიმართავთ და მის რეკომენდაციებს მიჰყვებით, მკურნალობა მარტივი და ხანმოკლე იქნება.
ლომი
შეეცადეთ, პარტნიორს ყურადღებით მოუსმინოთ და მისი პოზიცია გაიგოთ. არასდროს უგულებელყოთ პრობლემები — მათი ერთად გადაჭრა თქვენს ურთიერთობას განამტკიცებს.
შესაძლოა ოჯახზე ზრუნვა და ახლობელი ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენა მოგიწიოთ, თუმცა ეს თქვენთვის დამღლელი არ იქნება.
შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებს ახალი, საინტერესო იდეები ეწვევათ.
დღევანდელი შენაძენები წარმატებული და იქნება და დიდხანს მოგემსახურებათ. ხელსაყრელი დროა ასევე ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
ვარსკვლავები გირჩევენ, უსიამოვნო სიმპტომები არ უგულებელყოთ და ექიმს დროულად მიმართოთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად. მით უმეტეს, რომ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენს მსგავსად ფიქრობს და იმავე იდეალებით ცხოვრობს.
ყველაფრის მოსასწრებად სცადეთ, დილა ადრე დაიწყოთ ან თქვენი მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს გადააბაროთ. ამასთან, კოლეგა შეიძლება საინტერესო იდეით დაგეხმაროთ.
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, პროფესიული უნარები და არასტანდარტული მიდგომა წარმოაჩინოთ. თავი შეიკავეთ სარისკო ფინანსური ოპერაციებისგან — ამან შეიძლება სერიოზულ დანაკარგამდე მიგიყვანოთ.
ნუ უგულებელყოფთ საჭმლის მომნელებელი ან სისხლძარღვთა სისტემის მცირე დაძაბულობას — დროული მკურნალობა გართულებებს თავიდან აგაცილებთ.
სასწორი
ხელსაყრელი დროა ახალი გამოცდილების მისაღებად. ბავშვებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, მაგრამ მათ მიმართ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით - მათი უმანკო ოინები არავის დააზიანებს.
წარმატებული დღეა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს იმ მიზნის მიღწევას შეძლებთ, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ. მოსალოდნელია კომერციული გარიგებების დადება, რომელიც უახლოეს მომავალში სასურველ შედეგს მოგიტანთ.
ბიუჯეტური სფეროს თანამშრომლებს კარიერული წინსვლის შანსი ექნებათ. აუცილებლად დაისვენეთ, რადგან გადაღლამ შეიძლება ემოციურ გამოფიტვამდე მიგიყვანოთ.
მორიელი
ამ დღეს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოვლენების მოულოდნელი, მაგრამ ძალიან წარმატებული შემობრუნება მოხდეს. სასწაულების ირწმუნეთ და თქვენი სურვილები ელვის სისწრაფით ასრულდება!
საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ - შესაძლოა მასში ეჭვი ან უნდობლობა გაჩნდეს, რასაც სკანდალები მოჰყვება.
ვარსკვლავები გთავაზობენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, თუმცა სწრაფ შედეგს არ უნდა ელოდოთ.
თქვენი ჯანმრთელობა დიდწილად განწყობაზეა დამოკიდებული.
მშვილდოსანი
გგონიათ, რომ საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გითმობთ? შესაძლოა ეს ძველი წყენის შედეგია. ამ დღეს ოჯახთან ურთიერთობა გაგახარებთ — დიდი ხანია ნათესავებთან ერთად არ დაგისვენიათ.
თუ ბოლო დროს მუდმივად პრობლემებს აწყდებით, შეცვალეთ დამოკიდებულება ცხოვრებისა და გამოწვევების მიმართ. გახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემაში განვითარების შესაძლებლობა იმალება.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ენერგიით სავსე ხართ, რაც დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
არ არის გამორიცხული, რომ ნაცნობ ადამიანს თქვენ მიმართ რომანტიკულ გრძნობები აქვს, თუმცა ჯერჯერობით არ აღიარებს.
დღის მეორე ნახევარში ოჯახურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევთ. სიზმარი, რომელსაც დღეს ნახავთ, პირიქით უნდა გაიშიფროს.
გეჩვენებათ, რომ საქმე, რომელსაც ამჟამად აკეთებთ, წინ არ მიიწევს და წარმატების შანსი არ გაქვთ? ეს მცდარი შთაბეჭდილებაა - საჭირო შედეგს აუცილებლად მიაღწევთ, უბრალოდ მეტი შრომა დაგჭირდებათ.
შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო კომერციული წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ დაუფიქრებლად ნუ დაეთანხმებით - შეიძლება ეს საქმე დროთა განმავლობაში არასაკმარისად მოგებიანი აღმოჩნდეს.
მოერიდეთ უცხო ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან კამათს — არსებობს რისკი, რომ გაუწონასწორებელ ადამიანს შეეჯახოთ.
მერწყული
თუ ურთიერთობაში გაურკვევლობა გაჩნდა, დროა ყველაფერი გაარკვიოთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. დღეს შეიძლება ახლობელთა მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ემოციებსა და გრძნობებს ნუ დამალავთ და ისინი თქვენს გარემოცვას გაუზიარეთ.
დაიწყეთ იმ საქმეებით, რაც დიდი ხანია გადადებული გაქვთ, რადგან დროის დაკარგვა გართულებებს გამოიწვევს. ამ დღეს სხვისი რჩევები არაფერში გამოგადგებათ — შეიძლება მხოლოდ დაგაზიანოთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ გამჭრიახობას დაეყრდენით.
საღამოს ძალების აღსადგენად თბილი აბაზანა მიიღეთ ან მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშით დაკავდით.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ხანმოკლე განშორება გელით.
მოიკრიბეთ შინაგანი ძალა, რომ ოპონენტები თქვენი პოზიციის სისწორეში დაარწმუნოთ. ინტუიცია გააქტიურდება, თუმცა ყველას არ ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები სრულად ჩამოაყალიბოს.
ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას შეეცადეთ, ობიექტურობა შეინარჩუნოთ, რადგან მოვლენებს სუბიექტურად აღიქვამთ.
საღამოს გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის მცირე პრობლემები — გაციებას მოერიდეთ.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი