ჩაშუშული ბოსტნეული განსხვავებულად - უგემრიელესი სამარხვო კერძი
ინგრედიენტები:
სიმინდის მარცვლები - 3.00 სკ
დაჭრილი ქინძი - 1.00 სკ
დაფნის ფოთოლი - 1.00 ც
წყალი - 1/2 ჭიქა
ბოსტნეულის ბულიონი - 1/2 ჭიქა
პამიდორი - 2.00 ც
წითელი ბულგარული წიწაკა - 1.00 ც
სტაფილო - 1.00 ც
ხახვი - 1.00 ც
ნიორი - 1.00 კბილი
მომზადების წესი
ნიორი დაჭერით და ტაფაზე 1 სკ ზეტში მოთუშეთ. ხახვი დაჭერით და დაუმატეთ ნიორს. სტაფილო გაჭერით გრძივად და შემდეგ - კუბიკებად. ისიც შეურიეთ ხახვსა და ნიორს. წითელი ბულგარული დაჭერით წვრილ კუბებად და დაუმატეთ ბოსტნეულს. სანამ ყველაფერი სრულად მოითუშება, დაამატეთ მარილი გემოვნებით დასასურველი სუნელები (შავი პილპილი, ჩილი, პაპრიკა, ორეგანო...) შემდეგ დაუმატეთდაჭრილი პამიდორი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი და წყალი. ბოლოს დაუმატეთ ერთი დაფნის ფოთოლი და ქვაბს თავი დააფარეთ. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ლობიო, სიმინდი, ბოლოს კი ქინძი. კიდევ ხუთი წუთი დააყოვნეთ და მზად არის. გემრიელად მიირთვით!
https://gemrielia.ge/
https://gemrielia.ge/
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო