რა მოხდება თუ ყოველ დილით შვრის ფაფას შევჭამთ?
ენდოკრინოლოგები ხშირად გვირჩევენ, რომ დილა შვრიის ფაფით დავიწყოთ,რადგან მიიჩნევა,რომ ეს ყველაზე ჯანსაღი საუზმეა. ამის მიზეზი კი ერთია - შვრია გარემოსთან ადაპტირებული პროდუქტია, რომელიც გვეხმარება, თავი ვიგრძნოთ კარგად როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც.
შვრიას მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების წყალობით უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. თუთია ასუფთავებს ორგანიზმს და გამოდევნის ტოქსინებსა და ნებისმიერ მავნე ნივთიერებას,რკინა კანის უჯრედებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგნიუმი კანის გაახლებასა და სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს.
ვიცით, რომ ცილა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთივე მნიშვნელოვანია ნახშირწყლები და ცილები, ეს ნივთიერებები კი შეგვიძლია შვრიაში ვიპოვოთ.
შვრიაში შემავალი ნახშირწყლები აქვეითებს მადას და არეულირებს სისხლში შაქრის შემცველობას.
ამიტომ , იცოდეთ, რომ თუ ყოველდღე შვრიის ფაფას მიირთმევთ, ორგანიზმი ნამდვილად გეტყვით მადლობას. თუმცა, თუ ფიქრობთ , რომ ასეთი საუზმე მოსაბეზრებელია, შეგიძლიათ მიირთვათ ხილთან ერთად.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”