სტეიკი ნივრით
ინგრედიენტები:
8 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მწიკვი მარილი
დაფქული შავი პილპილი
2 ცალი (350 გრ) სტეიკი
12 კბილი გარჩეული ნიორი
1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, შესაწვავად
11⁄2 ს/კ ძმარი ბალზამიკო
მომზადების წესი:
თასში დაკეპილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი აურიეთ. ჩაასხით ცელოფნის დასალუქ პარკში. დაუმატეთ სტეიკი და კარგად ამოსვარეთ. პარკი ისე შეკარით, რომ შიგნით ჰაერი არ დარჩეს. შედგით მაცივარში 8 საათით, ან მთელი ღამით.
პატარა ტაფაზე 1 ჭიქა ზეითუნის ზეთში დაალაგეთ 12 კბილი ნიორი და მოშუშეთ საშუალო ტემპერატურაზე. დროდადრო ურიეთ, სამამ ნიორები არ დარბილდება და არ შეიბრაწება, დაახლოებით 30 წუთით. გადადგით.
გრილი მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ და ცხაურს მსუბუქად წაუსვით ზეთი. სტეიკი პარკიდან ამოიღეთ და ქაღალდის ხელსახოცზე დადეთ. შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.
სტეიკი წინასწარ მომზადებულ გრილზე წვით, სანამ გამყარდება, მოწითალო ან მოვარდისფერი არ გახდება და შუაგულში წვნიანი არ იქნება, თითოეულ მხარეს დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ თეფშზე გადმოიღეთ და 5 წუთით დატოვეთ.
5
მოასხურეთ ბალზამიკო და ზემოდან ზეითუნის ზეთში შემწვარი ნიორი დაალაგეთ.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო