კვერცხი ისპანახითა და სოკოთი
ინგრედიენტები:
300 გრამი ისპანახი
100 გრამი ქამა სოკო
70 გრამი ფეტა
2 ცალი კვერცხი
30 გრამი კარაქი/ზეთი
1 კბილი ნიორი
მწიკვი ჯავზი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
მომზადების წესი:
ცხელ ტაფაზე მოათავსეთ კარაქი/ზეთი დაუმატეთ დაკეპილი ნიორი როცა ნიორი მოიშუშება დაუმატეთ სასურველ ფორმებად დაჭრილი სოკო და კარგად მოშუშეთ.
სოკო დაუმატეთ ისპანახი და ფეტა და ისევ მოშუშეთ.
დაუმატეთ ჯავზი და კარგად აურიეთ.
როცა ისპანახი და სოკო მოშუშული იქნება ბოლოს დაუმატეთ კვერცხი მარილი და პილპილი.
გემრიელად მიირთვით.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ