დამარინადებული ქათამი ბოსტნეულის გარნირით - მადისაღმძვრელი კერძი შეფმზარეულის რეცეპტით
მოამზადეთ თქვენი სადღესასწაულო სუფრისთვის და არამხოლოდ
ინგრედიენტები :
როზმარინის ტოტი
მწვანე ხახვი - 1.00 კონა
ქინძი - 2.00 კონა
ნიორი - 4.00 კბილი
ბოსტნეულის ზეთი - 400.00 გრ
ლიმონი - 2.00 ცალი
ფორთოხალი - 1.00 ცალი
სვანური მარილი
ინგრედიენტები ბოსტნეულის გარნირისთვის
ბადრიჯანი - 2.00 ცალი
ყაბაყი - 2.00 ცალი
ყვითელი ბულგარული წიწაკა - 2.00 ცალი
მწვანე ბულგარული წიწაკა - 2.00 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა - 2.00 ცალი
ინგრედიენტები ბროწეულის სოუსისთვის
წითელი ღვინო - 200.00 გრ
პილპილი
ტკბილ–მწარე სოუსი - 100.00 გრ
ბროწეულის წვენი - 300.00 გრ
მომზადების წესი :
ჯამში ჩაასხით ბოსტნეულის ზეთი,გაწურული ფორთოხალი, ლიმონი, გახეხეთ ორივე ხილის კანი(ცედრა). კარგად ათქვიფეთ ეს მასა ხელის მიქსერით, რომ გაიხსნას ყველა ინგრედიენტი. შემდეგ, ჩადეთ ქათმი და ეს მასა კარგად შეაზილეთ. ნიორი, ქინძი, მწვანე ხახვი და როზმარინის ტოტი ჩადეთ მუცელში.
გამოაცხეთ კარგად გახურებულ ღუმელში, 25-30 წუთით.
გარნირისთვის ეცადეთ რომ ყველაფერი დაჭრათ საშუალო ზომის სამკუთხედებათ, შემდეგ შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე, დააყარეთ ორეგანო, ცოტა მარილი და 1 კბილი დაკეპილი ნიორი. გარნირიც მზადაა.
ბროწეულის წვენი ჩაასხით ქვაბში, შემდეგ დაასხით ტკბილ - მწარე სოსუსი, პილპილი, წითელი ღვინო და ამ ყველაფერს მოაყარეთ 150 გრ შაქარი,გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ეს მასა არ შეიკვრება და გახდება ბლანტი.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს