უძველესი კერძი „ყალია“ - ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა მოამზადოს
ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ნინო შონიამ გაგვიზიარა.
ინგრედიენტები :
ინგრედიენტები
ქინძი – გემოვნებით
ფორთოხლის წვენი - 100.00 მლ
მარილი - გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები – გემოვნებით
ბროწეულის წვენი - 400.00 მლ
წიწაკა გემოვნებით
ყვითელი ყვავილი
ქინძი
უცხო სუნელი
უცხო სუნელი - 0.50 ჩკ
ნიორი - 3.00 კბილი
ხახვი - 3.00 ცალი
ქათმის ხორცი
ინგრედიენტები ღომის ჩხირებისთვის
კვერცხის გული
არაჟანი
გამზადებული ღომი
მომზადების წესი :
პირველ რიგში, თუჯის ტაფაზე შებრაწეთ ქათამი. იმავე ცხიმში მოშუშეთ ალყა-ალყად დაჭრილიხახვი. მოშუშეთიქამდე, სანამ არ გამუქდება, შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი,უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა გემოვნებით, მოურიეთ კარგად და დაამატეთ ბროწეულის გამოწურული წვენი, ასევე ჩააყარეთ ცოტა გარჩეული ბროწეულიც, მარილი გემოვნებით. როდესაც კარგად ათუხთუხდება, ჩაალაგეთ დაჭრილი ქათამი და მოასხით ფორთოხლის წვენი, მეტი პიკანტურობისთვის. თეფშზე მოაყარეთ გემოვნებით ქინძი.
რაც შეეხება ღომის ჩხირებს, გამოყენებულიაწინა დღეს მომზადებული ღომი, დაჭრილი სასურველ ნაჭრებად, ამოვლებულიარაჟანში და კვერცხის გულშიშებრაწული.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი