ამ გვერდის ამობედვა

სტეიკი ნაღებისა და პილპილის სოუსით

ინგრედიენტები

  •  კარტოფილის პიურე და ბროკოლი
  • წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2.00 ს/კ
  • ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა)
  • სქელი ნაღები - 150.00 მლ
  • დიჟონის მდოგვი - 1.00 ჩ/კ
  • პილპილის მარცვლები - 2.00 ს/კ
  • ბრენდი - 3.00 ს/კ
  • საქონლის სტეიკის ფილე - 800.00 გ (4 ნაჭერი)
  •  კარაქი - 50.00 გ

მომზადების წესი

ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავაწყოთ სტეიკის ნაჭრები და მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ სასურველ კონდიციამდე. თუ სპეციალურად სასტეიკე ხორცია, 4-დან 6 წუთამდე სრულებით საკმარისია, ხოლო თუ ქართული ძროხის ხორცია, შესაძლოა, დრო ცოტა მეტი დასჭირდეს. ამ შემთხვევაში უპირატესობა ხბოს ხორცს მივანიჭოთ, მალე რომ მომზადდეს. სტეიკები შევახვიოთ ფოლგაში 5 წთ. ნამწვავ ცხიმს დავუმატოთ ბრენდი, 15 წამში - პილპილი, მდოგვი, ბეგქონდარა, ნაღები და 2-3 წუთი ვადუღოთ, შევურიოთ მარილი. სტეიკები მივირთვათ ბროკოლის, პიურესა და სოუსის თანხლებით.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 337 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2023

სიახლეები