ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს
დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს.
შესაბამისი წინადადებით ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების განხილვისას გამოვიდა.
“გერბზე აწერია “ძალა ერთობაშია“. ხომ არ მოვიდა დრო, გერბზე დავაწეროთ “მამული, ენა სარწმუნოება“? ამით ჩვენ ბევრ რამეს გადავწყვეტთ. როგორც ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი?“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
როგორც ინჯიას პასუხად პლენარული სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ აღნიშნა, მისი შეთავაზება ინიცირებულ კანონპროექტს არ ეხებოდა, მაგრამ თუ მას ამ თემაზე წინადადება ექნება, მოსმენისთვის მზად არიან.
“გერბის გადახედვა კონსტიტუციის გადახედვის რეჟიმშია“, - დასძინა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
