"ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ - დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები " - ადვოკატი
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დაკავების მომენტში სპეცრაზმის თანამშრომლები გრიგორიადისს აგინებდნენ და სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქობესაშვილი განმარტავს, გრიგორიადისს სამედიცინო დახმარება დიღმის მთავარ სამმართველოში ექიმმა გაუწია.
ადვოკატი არ გამორიცხავს, გრიგორიადისს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს, თუკი, მას ტკივილები ექნება.
„სახეზე, თავზე დაზიანებები აქვს. ასევე, ბორკილებისგან ხელები აქვს დაწითლებული.
აქციაზე იდგა, სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, დააკავეს. ის დაკავებისას, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, იქამდე სცემეს. გრიგორიადისს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, ძირს დააწვინეს და ისე ურტყეს, აგინებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“, - აცხადებს ქობესაშვილი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დიღმის სამმართველოდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება უკვე გაკეთდა.
ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
