ამ გვერდის ამობედვა

ვაშლის პეროგი

ინგრედიენტები:

 

4   ცალი კვერცხი

 
600   გრამი შაქარი
 
2   ქილა მაწონი
 
2   ჩ/კ სოდა
 
1   ცალი ვანილი
 
400   გრამი მარგარინი
 
6   ჭიქა ფქვილი
 
7   ცალი ვაშლი
 
მომზადების წესი:
 
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კოვზით. შემდეგ ცეცხლზე გავადნოთ მარგარინი და ჩავასხათ. მაწონში ჩავყაროთ სოდა, ამოვურიოთ და ჩავასხათ ამ მასაში. შემდეგ ჩავუმატოთ ვანილი და ფქვილი. ვურიოთ კარგად, რომ კოჟრები არ დარჩეს. ბოლოს ამ მასაში ჩავახეხოთ 5 ცალი ვაშლი, ამოვურიოთ და გადავიტანოთ საცხობ ლანგარზე.
 

ორი ცალი ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ზემოდან ჩავაწყოთ.

 

ვაცხოთ 180 გრადუსზე. როდესაც გამოცხვება და გაგრილდება სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი შაქრის პუდრაც :)

 

წყარო:კულინარია

წაკითხვა 198 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2024

სიახლეები