ამ გვერდის ამობედვა

მარწყვის ქაფქეიქები

ინგრედიენტები:

8   ცალი დიდი, ახალი მარწყვი

 
2   ცალი კვერცხი
 
1   ჭიქა შაქარი
 
1⁄3  ჭიქა მცენარეული ზეთი
 
1⁄2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
1⁄2  ჩ/კ ლიმონის ცედრა
 
11⁄2  ჭიქა ფქვილი
 
2   ჩ/კ გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)
 
1⁄4  ჩ/კ მარილი
 
3⁄4  ჭიქა დარბილებული კრემ-ყველი
 
2   ს/კ დარბილებული კარაქი
 
1⁄2  ჭიქა შაქრის პუდრა
 
1⁄2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
3   ცალი დიდი მარწყვი
 
მომზადებს წესი:
 

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 165 C – მდე. მოაცხეთ ცხიმი ქაფქეიქების საცხობ ჭიქებს ან ჩააფინეთ მათში ერთჯერადი ქაღალდის ფორმები.

 

მოათავსეთ ბლენდერში 8 ცალი მარწყვი და თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული პიურე თესლის მოსაცილებლად გაატარეთ საწურში. დაახლოებით უნდა გამოვიდეს ¾ ჭიქა. დროებით გადადგით.

 

დიდ თასში კარგად შერევამდე თქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი, ლიმონის ცედრა და მარწყვის პიურე. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სურვილისამებრ* წითელი საკვები საღებავი ვარდისფერი შეფერილობისთვის. ცომი კოვზით გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმებში ისე, რომ ამოავსოთ ჭიქების 2/3.

 

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 23 წუთი, სანამ ქაფქეიქები არ ამოვა ან/და ცენტრში ჩასობილ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მორთვამდე გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში.

 

თასში მიქსერით კარგად შერევამდე თქვიფეთ დარბილებული კრემ-ყველი და კარაქი. დაუმატეთ შაქრის პუდრა და ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი უკოშტო მასის მისაღებად. მორთეთ თითოეული ქეიქი დაახლოებით 2 კოვზი მიღებული კრემით და მორთეთ ახალი დიდი მარწყვის თხელი ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 127 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2024

სიახლეები