"ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა" - პრემიერი

ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისადმი შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი აქვს, რომ “ერთი ჯგუფი მაინც დააღწევს თავს ბულინგს და საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას".

 

კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება, “საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რაც ქვეყანასა და მოსახლეობას სჭირდება“.

 

“ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იყენებს. ჩვენ ამ პარტიას ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია. ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც ოპოზიციის რიგებიდან იგივეს აკეთებენ.

 

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად, გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

წაკითხვა 237 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.