ბანანის ჩიზქეიქი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ერთმანეთს შეურიეთ ორცხობილა, ¼ ჭიქა შაქარი, დარიჩინი და მარგარინი. გააბრტყელეთ მოსახსნელძირიან საცხობ ფორმაში ისე, რომ მასა კიდეებზე ¾ – მდე ამოვიდეს. აცხვეთ 180°C– ზე 10 წუთით, სანამ მსუბუქად არ შეიფერება ყავისფრად. გააგრილეთ.
აურიეთ შტოშის სოუსი(400 გრ.ქილა) და სიმინდის სახამებელი ჯამში, შედგით ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ ადუღდება და გასქელდება. გადაინახეთ ½ ჭიქა მოსართავად. გადადგით.
ათქვიფეთ ( 200 გრ.) კრემ–ყველი, ½ ჭიქა შაქარი, ლიმონის კანი და წვენი, ვანილი და მარილი. გააკეთეთ ბანანის ხილფაფა (1 ჭიქა) და შეურიეთ ყველის ნარევში. ჩაასხით 2 ჭიქა ყველის ნარევი გაგრილებულ გამომცხვარ ქერქში. კოვზით მოალაგეთ თავზე შტოში. დაფარეთ დარჩენილი ყველის ნაზავით.
აცხვეთ 45 წუთით. გამოდგით ღუმელიდან, აურიეთ არაჟანი და დარჩენილი 2 სუფრის კოვზი შაქარი და გაანაწილეთ მის ზედაპირზე. მოასხით გადანახული შტოშის ტოპინგი ცენტრში ისე, რომ მისცეთ წრიული ფორმა. ფრთხილად აურიეთ წრიულად შტოში და არაჟანი. შედგით უკანვე ღუმელში 15 წუთით, გლაზურის გამყარებამდე. გააგრილეთ.
ნამცხვარი დანით კიდეებს ნელ–ნელა მოაშორეთ. გააგრილეთ 6 საათით ან მთელი ღამით. დაჭრამდე საცხობი ფორმის ძირი მოაცალეთ. სურვილისამებრ მორთეთ პიტნით.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
- “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
- 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
- „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს