ჟოლოს ჩიზქეიქი - ნამდვილი ნეტარება მათთვის, ვინც სრულყოფილი დესერტის ფასი იცის!
ინგრედიენტები გათვლილია 18 სმ დიამეტრის ფორმისთვის.
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2 ც
- შაქარი - 60 გ
- მწიკვი მარილი
- ლიმონის წვენი - 1 სკ
- 1/2 ლიმონის ცედრა
- ფქვილი - 60 გ
- ხაჭო - 250 გ
- რძე - 100 მლ
- შაქარი - 100 გ
- ვანილი
- ჟელატინი - 15 გ
- ნაღები 33% - 170 მლ
- ჟოლო - 150 გ
- ჟოლოს ჟელე: - 150 მლ
ბისკვიტი: კვერცხი გათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად. კარგად რომ ამოვა და გათეთრდება, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ეტაპობრივად ჩააცერით ფქვილი და ხის ან სილიკონის კოვზით ფრთხილად ამოურიეთ. გადაიტანეთ გამოსახობ ფორმაში და გამოცხვეთ 175 გარდუსზე 20 წუთით.
გაგრილებული ბისკვიტი ძალიან მაღალი თუ მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ, 1/3 ნაწილი მოაჭრათ. გადაიტანეთ ბისკვიტი მაღალ საკონდიტრო ფორმაში და გვერდებში საკონდიტრო ცელოფანი დაუფინეთ.
ხაჭოს მუსი: ჟელატინი წყალში დაალბეთ. რძეს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მოურიეთ. გაზზე დადგით, შაქარი რომ გადნება, გადმოდგით და ჟელატინი დაუმატეთ. ჟელატინიც რომ გადნება, ეს მასა გააგრილეთ და ხაჭოს დაუმატეთ, კარგად დააბლენდერეთ. ნაღები კარგად ამოიყვანეთ (გაითვალისწინეთ, ძალიან ცივი უნდა იყოს) და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ხის ან სილიკონის კოვზით მოურიეთ.
ბისკვიტი რძით ან სიროფით დანამეთ და ხაჭო მუსი ჩაასხით. შედგით მაცივარში 1 საათით.
ტორტის თავზე ჟოლო მოალაგეთ, შემდეგ გამზადებული და გაგრილებული ჟელე მოასხით (ჟელეს მომზადების წესსა და პროპორციებს შეფუთვაზე ნახავთ). დააყოვნეთ მაცივარში კიდევ 1 ან ორი საათით. შემოაცალეთ ფორმა და მიირთვით.
სიახლეები
- ბრინჯი მექსიკურად
- “ძალიან დამაიმედებელია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები მშვიდობის მნიშვნელობაზე და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე” - ირაკლი კობახიძე
- პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდა 19 ქვეყნის მოქალაქეებს
- “ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია” - ირაკლი ზარქუა
- “ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს” - შალვა პაპუაშვილი