გარგარის გალეტი
ინგრედიენტები
ცომი:
- ცივი კარაქი - 120 გ
- ფქვილი - 200 გ
- წყალი - 1/4 ჭიქა
შიგთავსი:
- გარგარი - 7 ცალი
- შაქარი - 100 გ
- მწიკვი მარილი
- ვანილი
- ლიმონის წვენი - 2 ს/კ
- სიმინდის სახამებელი - 4 ს/კ
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ჩოპერში და ბლენდერში ავთქვიფოთ. მიღებლი ცომი გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში 30 წთ. გარგარი დავჭრათ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ვანილი, სახამებელი, მოვასხათ ლიმონის
წვენი და კარგად ამოვურიოთ. ცომი გავაბრტყელოთ საცხობ ტაფაზე, გადავანაწილოთ შიგთავსი, გვერდები კარგად გადავუკეცოთ და გადავუსვათ კვერცხის გულის და რძის ნაზავი. ვაცხოთ 35-40 წთ. 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ