ქათმის ჩახოხბილი
ინგრედიენტები
- ქათამი - 1 ცალი
- კარაქი ან ერბო - 3 ს/კ
- პომიდორი - 500 გრ
- დაფნა - 2 ფოთოლი
- ხახვი - 400 გრ
- ქინძი და რეჰანი - თითო კონა
- მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი
ქათამი დაჭერით, ჩააწყვეთ ქვაბში და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, როცა წყალი ჩაშრება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი, ან ერბო და მოხრაკეთ. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, თან დროდადრო ურიეთ. დაასხით 1 ჭიქა ადურებული წყალი, კანგაცლილი, წვრილად დაკეპილი პომიდორი და ადუღეთ, ვიდრე ქათმის ხორცი არ მოიხარშება. შემდეგ დაუმატეთ დანაყილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, რეჰანი და მარილი გემოვნებით.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი