მარწყვის "მოჰიტო" - საზაფხულო ალკოჰოლური სასმელი
ინგრედიენტები
- ნედლი პიტნა - 10 ფოთოლი
- რომი (ბაკარდი) - 45 მლ
- შაქრის სიროფი - 15 მლ
- დაჭყლეტილი მარწყვი - 1 ს/კ
- გაზიანი მინერალური წყალი
მომზადების წესი
პიტნის ფოთლები მოვსრისოთ ხელით, დავასხათ ლაიმის წვენი და ჩავყაროთ ყინულებიან ჭიქაში. რომს შევურიოთ შაქრის სიროფი, შევანჯღრიოთ და ისიც ჩავასხათ ჭიქაში. ჩავამატოთ დაჭყლეტილი მარწყვი. შევავსოთ ჭიქა გაზიანი მინერალური წყალით, მოვურიოთ და მოვრთოთ ლაიმის ნაჭრებით.
მინერალური წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრაიტი.
მინერალური წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრაიტი.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი