როგორ ავარჩიოთ საზამთრო? - 3 მარტივი ხრიკი და გაჭრის გარეშე მიხვდებით, მწიფეა თუ არა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საზამთროა.
როგორი უნდა იყოს იდეალური საზამთრო? - მწიფე, ტკბილი და გემრიელი. მისი არჩევა არც ისე რთულია, თუ ამ 3 მარტივ ხრიკს გაითვალისწინებთ. ამის შემდეგ აღარც იმის შეგეშინდებათ, რომ შეიძლება გამყიდველმა მოგატყუოთ და აღარც უგემური საზამთრო შეგრჩებათ ხელთ.
1. ყურადღება მიაქციეთ წონას და არა ზომას
ზომის მიხედვით ნუ შეარჩევთ საზამთროს. აუცილებლად აიღეთ ხელში და წონა შეამოწმეთ. თუკი ზომასთან შედარებით მსუბუქად მოგეჩვენებათ, მასზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. რაც უფრო მძიმეა - მით უკეთესი.
2. დააკვირდით ყვითელ „ლაქას“
რაც უფრო ყვითელია ღია ფერის წრე საზამთროზე, მით უფრო მწიფეა იგი. გვერდი აუარეთ თავიდან ბოლომდე მწვანე და თეთრლაქიან საზამთროს და ასეთი მოძებნეთ.
3. ყურადღება მიაქციეთ ხმას
ყიდვის წინ საზამთროზე „დააკაკუნეთ“. თუკი ყრუ, ხშულ ხმას გაიგონებთ, საზამთრო დაუმწიფებელი ან გადამწიფებულია.
სიახლეები
- “4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი” - ცესკო
- ქუთაისში ბინას 852 დევნილი ოჯახი მიიღებს
- “დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას” - პრემიერი
- იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
- “მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში – თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა” - შსს