საოცრად ფუმფულა ატმის კექსი, რომელიც ნამდვილი შემოდგომის გემოს გაგრძნობინებთ
ინგრედიენტები
- კვერცხი - 3 ც
- შაქარი - 160 გ
- ვანილი
- მცენარეული ზეთი - 100 გ
- ფქვილი - 230 გ
- გამაფხვიერებელი - 10 გ
- ნაღები - 200 გ
- ატამი
- ნაღების კარაქი - 10 გ
- შაქრის პუდრა - 1 ს/კ
მომზადების წესები
1. გაასუფთავეთ ატამი და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
2. მიქსერით ათქვიფეთ ნაღები მანამ, სანამ არ მიიღებთ კრემისებურ მასას.
3. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან.
4. ცალკე ჯამში მიქსერით ათქვიფეთ ცილა. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, კვერცხის გული, ზეთი.
5. ცალკე აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ მიღებულ მასას და კვლავ ათქვიფეთ მიქსერით.
6. მიღებულ მასას დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და კოვზით კარგად აურიეთ.
7. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ნაღების კარაქი და ფქვილი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და, სურვილისამებრ, ფენა-ფენა მოაყარეთ დაჭრილი ატამი.
8. შედგით ღუმელში 170 ° -ზე და გამოაცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში.
9. სუფრაზე მიტანის წინ გააფორმეთ შაქრის ფხვნილით.
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს