აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა შეთანხმება, რომ სამხედრო ტყვეები გაცვალონ
სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გამო ომში დაპირისპირებულ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა შეთანხმება, რომ სამხედრო ტყვეები გაცვალონ პრინციპით, „ყველა ყველაში“.
წინა დღით გახდა ცნობილი, რომ მხარეებმა სიები წარუდგინეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას.
ფაშინიანის თქმით, საქმე ეხება არა მხოლოდ ომის დროს დატყვევებულებს, არამედ მათაც, ვინც ომამდე დაიჭირეს. თავის გამოსვლაში ფაშინიანს არ უხსენებია თავისი გადაგომის თემა, რასაც დაჟინების მოითხოვს სომხეთის ოპოზიცია.
საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე არეალებისთვის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო სექტემბრის ბოლოს. ეს არეალები 1990-იან წლებში დაიკავეს ეთნიკური სომხების სეპარატისტულმა ძალებმა ერევნის დახმარებით.
ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებნენ კონფლიქტის განახლებაში. რამდენიმე კვირიანი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით მხარეები დაზავდნენ. რეგიონში განთავსდა რუსეთის სამშვიდობო ჯარი. აზერბაიჯანი კონტროლს აწესებს ომის დროს დაკავებული პოზიციების მიმდებარე არეალებზე, ასევე აზერბაიჯანის სამ რაიონზე, რომლებიც ადრე სომხურ ძალებს ეკავათ. სომხეთი გარანტიას იძლევა, რომ აზერბაიჯანს ექნება სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საშუალება, რაც მას ნახიჭევანთან დააკავშირებს, ხოლო სომხეთი მიიღებს ყარაბაღთან შემაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს.
ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები იმართება და მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომას. 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ წარმოადგინა თავისი კანდიდატი, 1990-1991 წლებში სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ვაზგენ მანუკიანი.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა