"კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნის წესებში ცვლილებები შეიტანონ და დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.
„ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი ან თქვენი რისკის ფასად . კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. ყოველთვის დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული მითითებები,“- აღნიშნულია ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ის ადამიანებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ხოლო თუკი მოგზაურობას აუცილებლობა მოითხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
„პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ არის: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგიწევთ, ეცადეთ, შეხვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შეინარჩუნოთ ფიზიკური დისტანცია და გაიკეთოთ პირბადე. თუკი ერთი ადგილიდან მეორეში წასვლა აუცილებელია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე. როდესაც აეროპორტებში, მატარებლების ან ავტობუსების სადგურებზე იქნებით, ან თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში ისხდებით, თან გქონდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები ან ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. თავი აარიდეთ გადაჭედილ სავაჭრო ცენტრებს. ეცადეთ, იმ დროს წახვიდეთ საყიდლებზე, როდესაც ნაკლები ხალხი იქნება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ონლაინ,“ - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
სიახლეები
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე
- "იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და გარედან იღებენ დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის"
- "ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა" - ირაკლი კობახიძე