რა სჭირს Messenger-ს
Facebook-ისა აპლიკაცია Messenger-ის მომხმარებლებს დღეს კომუნიკაციის პრობლემა შეექმნათ. შეფერხება დღეს, 10 დეკემბრის პირველი საათიდან დაიწყო.
DownDetector-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ Messenger-ის ბევრ მომხმარებელს, აპლიკაციაზე წვდომის პრობლემა ჰქონდა.
ერთდროულად 1200 მომხმარებელი წერდა, რომ Messenger-ში ვერ შედიოდა, ვერ გზავნიდა ტექსტურ შეტყობინებებს და ვერც ზარებს ახორციელებდა. მომხმარებელთა 52% მესიჯების მიღების პრობლემაზე წერდა, 30%-ს სერვერთან დაკავშირება უჭირდა, 16%-ს კი ავტორიზაციის გავლა.ამ დრომდე, Facebook-ის ადმინისტრაციას ოფიციალური განმარტება შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა