ისრაელის პრემიერ- მინისტრი პირდაპირ ეთერში აიცრა
ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
„ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა.
„ჩვენ მილიონობით ვაქცინა ვიყიდეთ ისრაელის პატარა სახელმწიფოსთვის და ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს. მე მოვითხოვე, რომ მინისტრ ედელშტეინთან ერთად პირველს გამეკეთებინა ვაქცინა მაგალითის მისაცემად. ვფიქრობ, თუ ამას ერთად გავაკეთებთ, კორონავირუსს იმაზე მალე დავამარცხებთ, ვიდრე ხალხს ჰგონია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან