ირლანდიაში სრული კარანტინი გამოცხადდა
ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში, მეხუთე დონის, სრული კარანტინი გამოცხადდება.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, აკრძალულია ოლქებს შორის გადაადგილება. მოქალაქეებს საკუთარი უბნის დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ.
ირლანდიის მაცხოვრებლებს საახალწლოდ სტუმრად მხოლოდ ერთი ოჯახის მიღება შეეძლებათ. ამასთან, 1 იანვრიდან გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ყველა ვიზიტი აიკრძალება.
მეხუთე დონის კარანტინი ირლანდიაში სულ მცირე 12 იანვრამდე გაგრძელდება.
ვაქცინაცია ირლანდიაში 30 დეკემბრიდან დაიწყება.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით