" აშშ-ის საარჩევნო სისტემა არქაულია და ის თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს"
მოსკოვი ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეერთებული შტატების საშინაო საქმედ მიიჩნევს და ამერიკელ ხალხს უსურვებს, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაეტანოს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
”ეს შეერთებული შტატების შიდა საქმეა. ამავე დროს, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს, ქმნის მრავალი დარღვევის შესაძლებლობას და ამერიკული მედია გახდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაიტანოს ”, - განაცხადა ზახაროვამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან