"სახლში ვბრუნდები, დამხვდით" - ნავალნიმ პუტინს მიმართა
კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აქტიური კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში ბრუნდება.
ამის შესახებ რუსული ოპოზიციის ლიდერმა, რომელიც ნეიროლეპტიკური ქიმიური ნივთიარება "ნოვიჩოკით" მოწამლვის შემდეგ გერმანიაში მკურნალობს, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"საკითხი, დავბრუნებულიყავი თუ არა, ჩემს წინაშე არასოდეს მდგარა, რადგან მე არც არსად წავსულვარ. მე გერმანიაში მოვხვდი, აქ ჩამომიყვანეს რეანიმაციის აპარატურით მხოლოდ ერთი მიზეზით: ჩემი მოკვლა უნდოდათ. მე გადავრჩი. პუტინი, რომელმაც ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა, თავის ბუნკერში ახლა კედლებს აწყდება და თავის მსახურებს უბრძანებს, რომ მე არ დავბრუნდე. მსახურები ჩვეულებისამებრ მოქმედებენ. ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ ფალსიფიცირებულ საქმეს ამზადებენ. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მე ის მენატრება. ამიტომ მე დღეს შევედი კომპანია "პობედას" საიტზე და ბილეთი ვიყიდე. 17 იანვარს, კვირას მე სახლში დავბრუნდები "პობედას" რეისით. დამხვდით "-, აცხადებს ნავალნი საკუთარ ვიდეომიმართვაში.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით