სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"დოკუმენტი დღეს არის მიღებული, ის ჯერ ხელმოწერილი არ არის", - განაცხადეს პრესსამსახურში.
ადგილობრივი მედია უკვე რამდენიმე დღეა წერდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი პოსტს დატოვებს. ასევე ჟურნალისტების ცნობით, ის სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, ჯანდაცვის უწყებაში კი მას პარტია "ჩემი ნაბიჯის" დეპუტატი, ნარეკ ზეინალიანი შეცვლის. მეორე ვერსიით ტოროსიანის შემცვლელად განიხილება ანაიტ ავანესიანი, რომელიც მანამდე მისი მოადგილე იყო.
არსენ ტოროსიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრად 2018 წლის 12 მაისს დაინიშნა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი