”მუტაციებს თვალი უნდა გავუსწოროთ"- ენტონი ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს, შესაძლოა, აშშ კორონავირუსის მეოთხე ტალღის წინაშე აღმოჩნდეს.
ენტონი ფაუჩის თქმით, ამ დროისთვის ე.წ. "კოლექტიურ იმუნიტეტზე" საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა ვაქცინირებულთა რიცხვს გაცილებით აღემატება.
ინფექციონისტმა კორონავირუსის მუტაციებთან დაკავშირებულ საფრთხეებზეც ისაუბრა.
”მუტაციებს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ ისინი დომინანტები გახდებიან, ამან შესაძლოა კიდევ ერთი ტალღა გამოიწვიოს", - აღნიშნა ფაუჩიმ.
ვაქცინირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც კორონავირუსზე 38.4 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
აშშ-ში კორონავირუსით სულ 27.4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 470 705-ს აჭარბებს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა