ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბოლო შეკრების დროს, ევროკავშირის წარმომადგენლების უმეტესობა სანქციების დაწესების მომხრეა. შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება 22 თებერვალს მიიღონ.
ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. გერმანელმა ექიმებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს. ევროკავშირი რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს. ამ დროისთვის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეშია.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან