იაპონიაში მარტოობის მინისტრი დანიშნეს
იაპონიას მარტოობის მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონული განვითარების მინისტრს ტაცუსი მაკამოტოს მარტოობის მინისტრის მოვალეობებიც შეუთავსა.
მსგავსი თანამდებობა იაპონიის მთავრობაში პირველად გაჩნდა. მინისტრი მარტოხელა ადამიანების პრობლემებსა და მათ გადაჭრაზეა პასუხისმგებელი.
"ამ დანიშვნის მიზანი იმ საზოგადობრივი პრობლემების გადაჭრაა, რომელიც ჩნდება მოხუცებული ადამიანებთან და შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით. აქვე შედის თვითმკვლელობის პრობლემები, პირველ რიგში ქალებსა და ახალგაზრდებს შორის",- განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ.
მარტოხელა და მარტოსული ადამიანების პრობლემა იაპონიაში კორონაპანდემიის დროს განსაკუთრებით გამწვავდა, რამაც თვითმკვლელობის შემთხვევების დრამატული ზრდა გამოიწვია.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა