პირბადეების ტარება სავარაუდოდ 2022 წელსაც მოგვიწევს - ენტონი ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა, ამერიკელებს პირბადეების ტარება 2022 წელსაც მოუწიოთ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იუწყება.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება, თუმცა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა გაზრდილი ვაქცინაციის ხარჯზე მოიხსნება.
ცნობისთვის, ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში COVID-19-ით 28.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 509 897 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მანამდე ენტონი ფაუჩი აცხადებდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდებო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპების ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიური გახდეს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა