რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას სარკინიგზო ურიკებით ტოვებენ - ვიდეო
„კოვიდ-19“-ის შეზღუდვების გამო, რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას სარკინიგზო ურიკებით ტოვებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კორონავირუსული ინფექციის შეკავების მიზნით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილება დაბლოკა.
ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ოფიციალურად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ არის, რასაც დასავლური მედია სადავოდ მიიჩნევს. გასული წლის დასაწყისიდან მატარებლებს ქვეყანაში შესვლა და გასვლა ეკრძალებათ. შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო ფრენების უმრავლესობაც.
ვირუსის ნებისმიერი შესაძლო გადაცემის დაბლოკვის მიზნით, ჩრდილოეთ კორეამ სასაზღვრო რაიონებში ჯარის დამატებითი ნაწილები გაგზავნა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა