ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ, – ასე ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვერ მივიღებთ გადატრიალების მცდელობებს. სომხეთის სამხედროების მცდელობა მიუღებელია. თუ არსებული ადმინისტრაცია შესაცვლელია, ეს სომეხმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სომხეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გადააყენა. ამის შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანი ამას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან