ამ გვერდის ამობედვა

ალექსეი ნავალნი მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნი მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორზე, ალექსანდრ კალაშნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა,“- განაცხადა ალექსანდრ კალაშნიკოვმა.

 

მისი თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ბლოგერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გადაიყვანეს კრემლის კრიტიკოსი.

წაკითხვა 479 ჯერ