კიდევ რამდენ ხანს დარჩებით სახლში და ყველაფერს დახურავთ? - ჟაირ ბოლსონარუ
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით „წუწუნი და შფოთვა“ შეწყვიტონ.
„საკმარისია შფოთვა და წუწუნი. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ტირილი? კიდევ რამდენ ხანს დარჩებით სახლში და ყველაფერს დახურავთ? ვეღარავინ გაუძლებს ამას. ვწუხვართ გარდაცვალების შემთხვევების გამო, მაგრამ გამოსავალი გვჭირდება,“ - განაცხადა ბოლსონარუმ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 1 910 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ვირუსით ინფიცირებით 75 102 და გარდაცვალების 1 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინების შეძენისა და გავრცელების პროცესი შეანელა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა ამ დროისთვის ქვეყანაში მოსახლეობის 3.5% -ზე ნაკლებს აქვს მიღებული.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან