ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული არ არის! - ნიკოლ ფაშინიანი
აზერბაიჯანის გეგმა იყო, რომ ყარაბაღში სომხები აღარ უნდა ყოფილიყვნენ. დღეს არცახი [ყარაბაღი] არსებობს, არცახელი სომხები არსებობენ, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული არ არის.
„ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარებულა. ბევრი კითხვა იქნება, თუ რისთვის დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცებს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან კონკრეტულად მინდა. ჩვენი ბიჭები დაეცნენ იმისთვის, რომ დღეს, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყარაბაღის საკითხი არ მოგვარებულა. აზერბაიჯანის გეგმა იყო, რომ ყარაბაღში ფიზიკურად არ უნდა ყოფილიყვნენ სომხები. ეს ყველამ ვიცით. დღეს არცახი [ყარაბაღი] არსებობს, არცახელი სომხები არსებობენ და მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი დაღუპული ძმების, ჯარისკაცებისა და ჩვენი ჯარის წყალობით ხდება. დიახ, ჩვენ მწარე ომი გამოვიარეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ რაც გვაქვს, ეს ჩვენი ჯარისკაცების წყალობით გვაქვს ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა