თურქეთი კორონავირუსის მუტაციის აფეთქების ზღვარზეა
თურქეთში კორონავირუსის "სამხრეთაფრიკული შტამით" ინიცირების ათობით შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
"31 მარტის მონაცემებით, სამხრეთაფრიკული შტამი 11 პროვინციაში, 169 ნიმუშში იყო იდენტიფიცირებული", - განაცხადა მან.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, 81 ოლქში ბრიტანული და 2 ოლქში ბრაზილიური შტამებია დაფიქსირებული. მინისტრის ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევებიდან 75 პროცენტი ბრიტანულ შტამზე მოდის.
კოჯა მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ასევე მან ისევ შეახსენა, რომ თურქეთი მალე საკუთარი ვაქცინის გამოშვების პირველ ფაზას იწყებს, რომელიც ნაზალური სპრეის სახით იქნება დამზადებული.
პორტალ Worldometers-ის ცნობით, 5 აპრილისთვის თურქეთში კორონავირუსის 3 487 050 შემთხვევა დადასტურდა. 3 105 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 263 გარდაიცვალა.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი