ჯანმო განსხვავებული ვაქცინების კომბინირებულად გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინების კომბინირებულად გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
საუბარია კორონავირუსზე ვაქცინაციაზე, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობს და რომელიც დროის გარკვეულ შუალედში ვაქცინის ორი დოზის შეყვანას ითვალისწინებს.
ჯანმო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის, განსხვავებული ვაქცინების კომბინაცია და ერთად გამოყენება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს მეთოდი ეფექტურია.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბერლინის ვაქცინაციის კომისია ორი ვაქცინის კომბინირებულად გამოყენებას უსაფრთხოდ მიიჩნევს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა