ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფება.
თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ.
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთის პოზიცია, ყირიმის არაღიარებასთან მიმართებაში, კვლავ მტკიცედ უცვლელია.
ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა