პანდემია გლობალურად მწვავდება, ინდოეთში კი, სიტუაცია გულსატკენზე მეტია - ჯანმოს ხელმძღვანელი
„კოვიდ-19“-ის პანდემია გლობალურად მწვავდება, ინდოეთში კი, სიტუაცია გულსატკენზე მეტია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირაში გლობალურად თითქმის იმდენი შემთხვევა დადასტურდა, რამდენიც პანდემიის პირველი ხუთი თვის განმავლობაში.
გებრეისუსის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთში პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით პერსონალს და მასალებს გზავნის.
„როიტერის“ ცნობით, ინდოეთში პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“ 17 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 195 000 ადამიანი კი, გარდაიცვალა. ბოლო ერთი კვირაა, ინდოეთში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა