ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ამჟამად სპეციალისტებმა არ გამოავლინეს კორონავირუსული ინფექციების ახალი შტამები, რომლებიც არსებული ვაქცინებისა და წამლების ეფექტურობას საფრთხეს შეუქმნიდა, - ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
"ჯერჯერობით არ ყოფილა ახალი შტამები, რომლებიც არსებულ ვაქცინებისა და თერაპევტული საშუალებების ეფექტურობას სერიოზულად შეარყევდა. თუმცა არ არის გარანტია, რომ ეს ასე დარჩება. ვირუსი მუდმივად იცვლება და ჩვენი ინსტრუმენტები, შესაძლოა, უსარგებლო აღმოჩნდეს. პანდემია არ დასრულებულა და არ დასრულდება, სანამ ვირუსი ყველა ქვეყანაში კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდება", - განაცხადა მან ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სეზიაზე გამოსვლისას.
გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა, ვაქცინაციის ტემპის დადებითი შედეგების მიუხედავად, გლობალური მსოფლიო ჯერ მყიფე სიტუაციაში რჩება.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი