დრო, როდესაც მსოფლიოს ბედს რამდენიმე ქვეყანა წყვეტდა, წარსულს ჩაბარდა - ჩინეთი
დასრულდა დრო, როდესაც გლობალური გადაწყვეტილებების მიღება ქვეყანათა "მცირე" ჯგუფის კარნახით ხდებოდა, - ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის საელჩოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რითაც ის G7-ის სამიტს გამოეხმაურა.
"ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, არიან დიდები თუ პატარები, ძლიერები თუ სუსტები, მდიდრები თუ ღარიბები, აქვთ თანაბარი უფლება მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებსა და დისკუსიებში. მათი ბედი რამდენიმე ქვეყანამ არ უნდა გადაწყვიტოს," - აცხადებენ ლონდონში მდებარე ჩინეთის საელჩოში.
მათი თქმით,G7-ის სამიტის წევრების პოლიტიკა ღიად ჩინეთის საწინააღმდეგოა.
აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მეორე დღეს ცნობილი გახდა ახალი ამერიკული ინიციატივის შესახებ, რომლითაც ვაშინგტონს დიდი შვიდეულის პარტნიორების დახმარებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე, განვითარებად ქვეყნებში ახალი ამბიციური ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება სურს.
ამ ინიციატივით დასავლეთს სურს, კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის პროექტს - "ერთი სარტყელი, ერთი გზის“, რომელშიც ასზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით