ამან ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი რაც გამაჩნია იმედია - ბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება, ვიდრე მის კარიერას და ცხოვრებას მამამისი აკონტროლებს.
"ამ მეურვეობამ ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი რაც გამაჩნია იმედია," - აცხადებს ბრიტნი.
პოპვარსკვლავის თქმით, ეს მდგომარეობა შეურაცხმყოფელია.
"იმის ნაცვლად რომ ვეგასის სცენაზე ვიდგე, ვიდეოებს ვაზიარებ ჩემი ოთახიდან, არ ვაპირებ მაკიაჟი გავიკეთო და კვლავ პერფორმანსები ვაკეთო, იმ პირობებში, როცა უკვე წლებია ჩემი სიმღერების რემიქსებსაც კი ვერ ვწყვეტ დამოუკიდებლად," - აცხადებს ბრიტნი.
სუპერვარსკვლავს არ მოსწონს, რომ დოკუმენტურ ფილმები მუდმივად აჩვენებენ მისი ცხოვრების დამამცირებელ, მძიმე ეპიზოდებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უკან მოიტოვა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით