ამ გვერდის ამობედვა

ჩინეთში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ ჯენჯოუში წყალდიდობის შედეგად მეტროს გვირაბი დაიტბორა.

ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.

 

საერთო ჯამში, გვირაბიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს.

 

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.

 

 

წაკითხვა 237 ჯერ

სიახლეები