ამ გვერდის ამობედვა

რუსეთს, ჩინეთსა და ირანს დემოკრატიის წინააღმდეგ კიბერშეტევებში ადანაშაულებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი, დიდი ალბათობით, მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებულ კიბერსაფრთხეების უკან დგანან.

ამის შესახებ კანადის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2015-2020 წლებში კიბერშეტევების უმეტესობა ამა თუ იმ სახელმწიფოების გარკვეული მხარდაჭერით განხორციელდა.

 

"მხარეები საკუთარი სტრატეგიული მიზნების (პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური) მისაღწევად მოქმედებენ. მათ შეუძლიათ, გამოიყენონ და გააძლიერონ ცრუ ნარატივები, რომლებიც COVID-19 პანდემიასთან არის დაკავშირებული, რათა საარჩევნო ნდობა შეამცირონ", - აღნიშნულია ანგარიშში.

წაკითხვა 238 ჯერ

სიახლეები